შეიგძენი უმაღლესი შთაბეჭდილება ,იმოგზაურე – რაჭაში
ტურისხანგრძლივობა – 1 დღე
მარშრუტი :
შაორის წყალსაცავი – ნიკორწმინდა – საყინულის გამოქვაბული-
უდაბნოს გამოქვაბული – უდაბნოს მონასტერი
______________________
ტურისსახეობა შემენცნებითი – გასართობი
საფეხმავლო გზა ( საშუალო სირთულის )
______________________
გასვლა თბილისიდან

______________________
ღირებულებაშიშედის :
✓ტრანსპორტირება კომფორტული მინივენით
✓სამოგზაურო დაზღვევა
✓ორენოვანი გიდის მომსახურება
______________________
ტურის პერიოდის შერჩევა შესაძლებელია მსურველების მოთხოვნის შესაბამისად
______________________
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ:
+995 592 – 03 – 05 – 13
______________________
„Golden tour “ გაძლევთ შანსს გაილამაზოთ ყოველი დღე

მის: რომის ქუჩა N12

mail : goldentour@gmx.com

შაორის წყალსაცავი, ან შაორის ტბა — უდიდესი წყალსაცავი რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარეში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, შაორის ქვაბულში. შექმნილია მიწაყრილის კაშხალით, რომელიც აგუბებს მდინარე შაორს. შაორის წყალსაცავი გადაჭიმულია სამხრეთ-დასავლეთიდან ჩრდილოეთ-აღმოსავლეთისაკენ სიგრძე 7,1 კილომეტრი, უდიდესი სიგანე – 2,7 კილომეტრი. უდიდესი სიღრმე 14,5 მეტრი, საშუალო სიღრმე 9,8 მეტრი, ფართობი 9,2 კმ². წყლის მოცულობა 90,6 მლნ მ³. ქვაბულში იყო პატარა კარსტული ტბები – ხარისთვალი და ძრიხისთვალი, რომლებიც წყალსაცავის წყლითაა დაფარული. წყალსაცავის ნაპირები მეტწილად დაბალი და დამრეცია, ზოგან ფლატეებია.

ნიკორწმინდა — სოფელი საქართველოში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 1180 მ სიმაღლეზე, შაორის წყალსაცავის ჩრდილოეთით. თემის ცენტრი (სოფელი: კაჩაეთი, დაბა: ხარისთვალა). ამბროლაურიდან 16 კილომეტრში.

სოფელმა სახელწოდება მიიღო XI საუკუნეში აქ აგებული ნიკოლაოსწმიდის ეკლესიისაგან. შუა საუკუნეებში ნიკორწმინდა ნიკორწმიდის საეპისკოპოსოს ცენტრი იყო. ამჟამად ნიკორწმინდის ეპარქიის ცენტრია. აღმოსავლეთ საქართველოში ირანის აგრესიის დროს XVII საუკუნეში ერთ ხანს თავს აფარებდა მეფე თეიმურაზ I.

უდაბნოს გამოქვაბული ; უდაბნოს მონასტერი; საყინულის გამოქვაბული:- სოფელში დგას XI საუკუნის ნიკორწმინდის ტაძარი. სოფლიდან სამხრეთ დასავლეთით 2 კმ-ზე არის საყინულის მღვიმე. სოფლიდან დასავლეთით 4-5 კილომეტრის დაშორებით არის ჭელიშის უდაბნოს ნამონასტრალი.

უდაბნოს მონასტერი ერთ-ერთი უძველესია გურიაში, თუმცა ზუსტად დათარიღებული არ არის. სინამდვილეში მონასტერი უფრო ადრინდელი უნდა იყოს. ზოგი მეცნიერი მას VI საუკუნის ძეგლად მიიჩნევს, მაგრამ ამ ეპოქის სხვა ძეგლი გურიაში გარდა ვაშნარისა და პეტრასი არ მოიპოვება.

საყინულის გამოქვაბული : აღმოჩენილია 3000 მ- მდე სიღრმის მღვიმე.ისეთ ადგილზეა, უცნობი ვერც იფიქრებს, თუ სადღაც ახლოს ასეთი სილამაზე და თავგადასავალი ელის. შუა ტყეში კლდის თაღწამოდგმულ მღვიმეს ვიხილავთ. მასში შესვლისას პირდაპირ ზღაპარში აღმოვჩნდებით 130-მეტრიან მღვიმეში ივლი მთის შუაგულამდე, მერე 40 მეტრით მიწაში ჩაეშვები, სადაც ულამაზესი ყინულივით ცივი ტბაა.