8 დღე – 7 ღამე
მოკლე ინფორმაცია
დღე 1: ჩამოსვლა თბილისში. დახვედრა თბილისის აეროპორტში. ტრანსფერი სასტუმროში. თავისუფალი დღე. ღამისთევა თბილისის სასტუმროში.

დღე 2: საუზმე სასტუმროში. ძველი თბილისის ტური. ექსკურსია მცხეთაში. სვეტიცხოველი, ჯვრის მონასტერი. საღამოს დაბრუნება თბილისში. ვახშამი რესტორანში ქართული კერძებით ჩარდახში. ღამისთევა თბილისის სასტუმროში.

დღე 3: საუზმე სასტუმროში. კახეთში გამგზავრება. ბოდბეს მონასტერი, სიღნაღი, თელავი. საღამოს კულინარიული მასტერკლასი, სადაც თქვენ ისწავლით თუ როგორ უნდა მოამზადოთ კახური შოთის პური და თქვენი ხელით ამოავლებთ და დააგემოვნებთ ჩურჩხელას. ღამისთევა თელავის სასტუმროში.

დღე 4: საუზმე სასტუმროში. გასეირნება თელავში. წინანდალში გამგზავრება. წინანდლის ალ. ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის მონახულება. ღვინის დეგუსტაცია წინანადალში. საღამოს დაბრუნება თელავში. კულინარიული მასტერკლასი თელავში. დაბრუნება თბილისში. ღამისთევა თბილისის სასტუმროში.

დღე 5: საუზმე სასტუმროში. თბილისიდან ყაზბეგში გამგზავრება. ჟინვალის წყალსაცავი, ანანური, ფასანაურში ქართული ხინკლის დაგემოვნება. გუდაურის გადმოსახედი. ღამისთევა ყაზბეგში.

დღე 6: საუზმე სასტუმროში. ყაზბეგის ტური. გერგეთის სამება, დარიალის ხეობა. თბილისში დაბრუნება და მცხეთაში,,ქართული ღვინის პალატა’’-ში ღვინის დეგუსტაცია . ვახშამი და ღამისთევა თბილისის სასტუმროში.

დღე 7: საუზმე სასტუმროში. დილიდან ცნობილი ქართველი კულინარი გასწავლით თუ როგორ უნდა შეარჩიოთ ესა თუ ის პროდუქტი, ხოლო ამ პროდუქტებისგან თქვენ მოამზადებთ კერძებს. ჯგუფის წევრები დაიყოფიან გუნდებად და კომპეტენტური ჟიური შეაფასებს თუ როგორი გამოვა თქვენს მიერ დამზადებული კერძი. გამარჯვებულ გუნდს გადაეცემა სერთიფიკატი. დაბრუნება სასტუმროში. ღამისთევა თბილისის სასტუმროში.

დღე 8: საუზმე სასტუმროში. თავისუფალი დრო სუვენირების საყიდლად. ტრანსფერი და გაცილება აეროპორტში.

ღირებულებაში შედის:

ტრანსპორტირება კომფორტული მინივენით, მიკრო-ავტობუსით ან ავტობუსით
გიდის მომსახურება
სასტუმროში განთავსება ( ორ და სამადგილიან ნომრებში )
საუზმე სასტუმროში
მუზეუმში შესასვლელი ბილეთები
ღვინის დეგუსტაცია და მასტერკლასები
დასალევი წყალი ექსკურსიების დროს
ვახშამი რესტორანში
მეშვიდე დღის კულინარიული გართობა
ტურების ღირებულებაში არ შედის:
საერთაშორისო ავიაფრენა