10 დღე – 9 ღამე

მოკლე ინფორმაცია
დღე 1. თბილისი. ეთნოგრაფიული და ეროვნული მუზეუმები, სამების საკათედრო ტაძარი, აბანოთუბანი, ნარიყალას ციხე, ქართლის დედა, მამა დავითის ეკლესია, მთაწმინდის პარკი. ღამისთევა თბილისში.

დღე 2. მცხეთა. სვეტიცხოველი, სამთავროს დედათა მონასტერი, შიო მღვიმის მონასტერი, ჯვრის მონასტერი, სოფ. ჩარდახში მასტერ-კლასი (ხინკლის მოხვევა, ჩურჩხელის ამოვლება, პურის გამოცხობა და სხვა), თბილისში დაბრუნება. ღამისთევა თბილისში.

დღე 3. კახეთი. ბოდბის მონასტერი, სიღნაღი (სიყვარულის ქალაქი), წინანდლის მუზეუმი, წინანდალში ღვინის დეგუსტაცია, გურჯაანის ყველაწმინდის ტაძარი, საღამოს ვახშამი რესტორან კაჭრეთში. თბილისში დაბრუნება. ღამისთევა თბილისში.

​დღე 4. გორის ტური. სამთავისის ტაძარი, სტალინის სახლ-მუზეუმი, უფლისციხე, ატენის სიონი. ვახშამი ,,შატო ატენში”. თბილისში დაბრუნება. ღამისთევა თბილისში.

დღე 5. ყაზბეგის ტური. ანანურის ეკლესია და ჟინვალის წყალსაცავი, გერგეთის სამება, დარიალის ხეობა, ელიას მონასტერი, ფასანაურში ხინკლის დაგემოვნება და ვახშამი. თბილისში დაბრუნება. ღამისთევა თბილისში.

​დღე 6. სამცხე-ჯავახეთი. ბორჯომი, მწვანე მონასტერი, რაბათის ციხე, საფარას მონასტერი. ღამისთევა ახალციხეში.

დღე 7 .სამცხე-ჯავახეთი. ვარძია, ვანის ქვაბები, ხერთვისის ციხე, ღამისთევა ბორჯომში.

დღე 8. გამგზავრება ქუთაისის მიმართულებით. ბაგრატის ტაძარი, გელათის ტაძარი, მოწამეთა, პრომეთეს მღვიმე, ღამისთევა ქუთაისში ან წყალტუბოში.

დღე 9. სამეგრელოს ტური. მარტვილის კანიონები, დადიანების რეზიდენცია, მარტვილის დედათა და მამათა მონასტერი, ნოქალაქევის ციხე-გოჯი. ღამისთევა ზუგდიდში.

დღე 10. სამეგრელო. დადიანების სასახლე, ანაკლია, გამომგზავრება თბილისში. სასტუმროში დასვენება. საღამოს ბანკეტი და ტრანსფერი აეროპორტში.

ღირებულებაში შედის:

ტრანსპორტირება კომფორტული მინივენით, მიკრო-ავტობუსით ან ავტობუსით
გიდის მომსახურება
სასტუმროში განთავსება (ორ და სამ ადგილიან ნომრებში)
სამჯერადი კვება
შესასვლელი ბილეთები მუზეუმებში
დაზღვევა
დეგუსტაციები და მასტერკლასები
********************************************

ტურების ღირებულებაში არ შედის:
✓ საერთაშორისო ავიაფრენა