იმოგზაურე საქართველოს შესანიშნავ ბუნებაში,მოიწყვე ტბების ტური :
ტურისხანგრძლივობა – 1 დღე
მარშრუტი :
ფარავნის ტბა – საღამოს ტბა – ხანჩალის ტბა –
მადათაფის ტბა – კარწახის ტბა
______________________
ტურისსახეობა სანახაობრივი
საფეხმავლო გზა ( საშუალო სირთულის )
______________________
ტურის ღირებულება : 45 ლარი
************************************
გასვლა თბილისიდან
______________________
ღირებულებაშიშედის :
✓ტრანსპორტირება კომფორტული მინივენით
✓სამოგზაურო დაზღვევა
✓ორენოვანი გიდის მომსახურება
______________________
ტურის პერიოდის შერჩევა შესაძლებელია მსურველების მოთხოვნის შესაბამისად
______________________
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ:
592 – 03 – 05 – 13
______________________
„Golden tour “ გაძლევთ შანსს გაილამაზოთ ყოველი დღე

მის: რომის ქუჩა N12

+995 592 – 03 – 05 – 13
mail : goldentour@gmx.com

ფარავნის ტბა – ვულკანურ – ტექტონიკური ტიპის ტბა სამხრეთ საქართველოში (ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი). გაწოლილია აბულ-სამსარისა და ჯავახეთის ქედებს შორის მდებარე ქვაბულში, ზღვის დონიდან 2073 მ სიმაღლეზე. ფარავნის ტბის სარკის ფართობია 37,5 კმ², ჩამდინარე წყლების არეთი 234 კმ². ტბის მაქსიმალური სიღრმეა 3,3 მ, საშუალო 2,2, მ. წყლის მოცულობა 91 მილიონი კუბური მეტრი. ტბა გაყინულია ზამთარში, ყინულის სისქე ირყევა 47-73 სმ შორის. საზრდოობს მიწისქვეშა, თოვლისა და წვიმის წყლით.
ერთვის მცირე მდინარეები : შაორი, საბადოსწყალი, როდიონოვსკისწყალი და რამდენიმე პერიოდული ნაკადი. ტბის სამხრეთ ნაწილიდან სათავეს იღებს მდინარე ფარავანი, რომელიც მტკვარს უერთდება მარჯვენა მხრიდან.

საღამოს ტბა – ტბა სამცხე-ჯავახეთში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში. ზღვის დონიდან 1996 მ. სარკის ფართობი 4,8 კმ², უდიდესი სიღრმე 2,3 მ. საშუალო სიღრმე 1,6 მ. წყლის მოცულობა 7,7 მლნ მ³, წყალშემკრები აუზის ფართობი 528 კმ². ტექტონიკური წარმოშობისაა. აქვს ტრაპეციის ფორმა. საზრდოობს მიწისქვეშა, წვიმისა და თოვლის წყლით. მაქსიმალური დონე მაისშია, მინიმალური – სექტემბერში. ტბაზე გაედინება მდინარე ფარავანი. ივლისში ზედაპირული წყლის ტემპერატურა 14,4ºC. ზამთარში იყინება 4,5 თვით. ტბასთან გაშენებულია სოფელი საღამო.

ხანჩალის ტბა – ტბა სამხრეთ საქართველოში (ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი). მდებარეობს ჯავახეთის ზეგანზე, ზღვის დონიდან 1928 მ. სარკის ფართობი 13,3 კვ. კმ, აუზის ფართობი 182 კმ². უდიდესი სიღრმე 0,8 მ, წყლის მოცულობა 6,4 მლნ. მ³.
საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყლის მაქსიმალური დონე გაზაფხულის ბოლოსაა, მინიმალური – თებერვლის ბოლოს. გამდინარეა, ქვაბული წარმოქმნილია სინკლინური ჩადაბლების ლავური მაკადით გადაგუბვის შედეგად. ტბა თითქმის მთლიანად წყლის მცენარეებითაა დაფარული. წყალი მტკნარია, მოყავისფრო. მარილიანობა – 110 მგ/ლ.
მადათაფას ტბა – ტბა ჯავახეთის ვულკანური მთიანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 2108 მ. სარკის ფართობი 8,78 კმ², აუზის ფართობი 136 კმ², უდიდესი სიღრმე 1,7 მ, წყლის მოცულობა 9,7 მლნ მ³. ქვაბული წარმოქმნილია ლავის ნაკადით ხეობის გადაკეტვის შედეგად. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. დონე მაღალია გაზაფხულზე, დაბალია ზამთარში. ტბიდან გაედინება მდინარე მადათაფა. აქვს მიწისქვეშა განადენიც, რის გამოც დონე მკვეთრად ირყევა. წყლის ტემპერატურა ზაფხულში 17-18°C, ზამთრობით თითქმის ფსკერამდე იყინება. წყალი სუსტად მინერალიზებულია. ტბიდან სათავეს იღებს მდინარე ბუღდაშენი, რომელიც ქ. ნინოწმინდის შესასვლელთან მდინარე ფარავანს უერთდება. ტბის ირგვლივ გაშენებულია სოფლები: ეფრემოვკა, ჟდანოვაკანი და სამება.
კარწახის ტბა – ტბა სამხრეთ საქართველოში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, 1799 მ სიმაღლეზე. სარკის ფართობია 26, 3 კმ², აუზის ფართობია 158 კმ², უდიდესი სიღრმე 1 მ, წყლის მოცულობაა 19, 3 მლნ. მ³. უკავია კარწახის სინკლინური ქვაბული. სახელმწიფო საზღვრით ტბა ორ ნაწილად იყოფა. ჩრდილო–აღმოსავლეთ ნაწილი (სარკის ფართობი 53%) საქართველოს ფარგლებშია, სამხრეთ-დასავლეთი — თურქეთში. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყლის დონე მაქსიმუმს აღწევს ივნისში, მინიმალურს — თებერვალში. ტბა გაუდინარია. წყალი მომლაშოა (880 მგრ/ლ). დეკემბრიდან მარტის მეორე ნახევრამდე დაფარულია ყინულით.