ეწვიე პირიქითა ხევსურეთს და დატკბი სანახაობით
ტურისხანგრძლივობა – 1 დღე
მარშრუტი :
ჟინვალის წყალსაცავი – კორშას მუზეუმი(სოფ.კორშა) –
დათვიჯვრის უღელტეხილი – შატილის ციხე – მუცოს ხეობა
_____________________
ტურისსახეობა კულტურულ – შემენცნებითი
საფეხმავლო გზა (საშუალო სირთულის)
______________________
ტურისღირებულება : 45 ლარი
*************************************
გასვლა თბილისიდან
______________________
ღირებულებაშიშედის :
✓ტრანსპორტირება კომფორტული მინივენით
✓სამოგზაურო დაზღვევა
✓ორენოვანი გიდის მომსახურება
______________________
ტურის პერიოდის შერჩევა შესაძლებელია მსურველების მოთხოვნის შესაბამისად
______________________
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ:
592 – 03 – 05 – 13
______________________
„Golden tour “ გაძლევთ შანსს გაილამაზოთ ყოველი დღე

მის: რომის ქუჩა N12

+995 592 – 03 – 05 – 13
mail : goldentour@gmx.com

ხევსურეთი — საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე. იგი მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, კავკასიონის ქედის ჩრდილოეთ და სამხრეთ კალთებზე, ჩრდილოეთის განედის 42°25′-42°27′ და აღმოსავლეთი გრძედის 44°48′-45°18′ (ფეროს მერიდიანიდან — 62°28′-62°55′) შუა. მას უჭირავს დაახლოებით 1050 კვ. კმ. ფართობი.
კავკასიონის ქედი ხევსურეთს ყოფს ორ ნაწილად: ჩრდილო-აღმოსავლეთის მხარე, ანუ პირიქითა ხევსურეთი და სამხრეთ-დასავლეთის მხარე, ანუ პირაქეთა ხევსურეთი. პირიქითა ხევსურეთი შედგება: მიღმახევის, შატილის და არხოტის ხეობებისაგან, პირაქეთი — არაგვის ხეობისაგან.
ჟინვალის წყალსაცავი — კომპლექსური დანიშნულების წყალსაცავი აღმოსავლეთ საქართველოში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ჟინვალის ჩრდილოეთით, თბილისიდან 70 კმ-ში. მდებარეობს მდინარე არაგვის შუა წელში. მოქცეულია ალევის, გუდამაყრისა და ქართლის ქედებს შორის. ფართობი 11,5 კმ². წყლის მოცულობა 520 მლნ. მ³, სასარგებლო მოცულობა 370 მლნ. მ³. მაქსიმალური სიღრმე 75 მ. შეიქმნა 1985 წელს ჟინვალის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებით მდინარე არაგვის ხეობაში.

კორშის ეთნოგრაფიული მუზეუმი — ეთნოგრაფიული მუზეუმი მდებარეობს ხევსურეთში, დუშეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ კორშაში. მუზეუმის იურიდიული სტატუსია — სსიპ ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმის განყოფილება. მუზეუმი დაფუძნდა 1983 წელს. ექსპონატთა რაოდენობაა 456 ერთეული.
მუზეუმში დაცულია ხევსურული ყოფის ამსახველი XVIII-XIX საუკუნეების ეთნოგრაფიული მასალა: ქალისა და მამაკაცის ხევსურული სამოსი, სამეურნეო და საბრძოლო იარაღი, ავეჯი, სპილენძის ჭურჭელი, ასევე ფოტომასალა, რომელიც ასახავს ადგილობრივ მცხოვრებთა ყოფას, შოთა არაბულის ფერწერული ტილოები.
დათვისჯვარი – უღელტეხილი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს კავკასიონის მთავა წყალგამყოფ ქედზე, ზღვის დონიდან 2676 მ. აგებულია იურული თიხაფიქლებით. შემოსილია ალპური მდელოებით. სამანქანო გზით აკავშირებს ხევსურეთის არაგვის ხეობას (პირაქეთა ხევსურეთი) არღუნის ხეობასთან (პირიქითა ხევსურეთი).
შატილი — ქართული სამშენებლო ხელოვნების ერთ-ერთი ბრწყინვალე, უნიკალური ძეგლია. კლდეზე შეფენილი სოფელი ერთდროულად საცხოვრებელიც იყო და ციხესიმაგრეც, იგი საუკუნეთა მანძილზე დარაჯობდა საქართველოს ჩრდილოეთ გადმოსასვლელებს (ამჟამად აღდგენილია).

სოფლის კიდეებს მიუყვება ერთმანეთთან მიჯნით ნაგები ციხე-სახლების რიგი და იქმნება ერთიანი, მიუვალი დამცველი კედელი, რომელიც საიმედოდ კეტავს სოფელს. გარე სამყაროსთან შატილს არღუნის ხეობაში გამავალი ერთადერთი ვიწრო გზა აკავშირებს. შატილის განაშენიანება ტერასულია, შენობათა ძირითადი ტიპია ბრტყელსახურავიანი სახლი და კოშკური საცხოვრებელი. სოფელს შენობებს შორის მთელ სიმაღლეზე აუდის ვიწრო ქვის კიბე, აქა-იქ შემორჩენილია ძვლებისაგან შეკრული ფიცარნაგები — გადასასვლელები, რომელთა მეშვეობით მტრის შემოსევის შემთხვევაში შესაძლებელი იყო მთელი სოფლის შემორბენა ქუჩაში გამოუსვლელად.

მუცო — სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში, მდინარე არდოტის წყლის (არღუნის მარჯვენა შენაკადი) ხეობაში, ხევსურეთის შემოსასვლელის ისტორიული დარაჯი და დამცველი. ზღვის დონიდან 1880 მ, დუშეთიდან 121 კმ.
სოფელში, რომელიც თითქმის გაუკაცრიელდა საუკუნეზე მეტი ხანია, შუასაუკუნეების გამაგრებული, საყოფაცხოვრებო დანიშნულების დაახლოებით 40-მდე სახლია განლაგებული ვერტიკალურ ტერასებზე მუცო-არდოტის ხეობის თავზე. ამჟამად ოთხი საბრძოლო დანიშნულების ციხე-კოშკი და რამდენიმე საცხოვრებლის ნანგრევია შემორჩენილი მუცოში. მათ შორის, ლეგენდარული თორღვას ციხე და კოშკი. მუცო, ძირითადად, ორ ნაწილად იყოფა: ზემოთ უფრო ძველი შეთეკაურთ უბანია და მეორე შედარებით ახალი — დაიაურთ უბანი.