ეწვიეთ საქართველოს ერთ-ერთ ღირშესანიშნავ კუთხეს კახეთს
ტურის ხანგრძლივობა – 1 დღე
მარშრუტი :
უჯარმის ციხე – გომბორის უღელტეხილი – თელავი
წინანდალი – გრემი – ნეკრესი – ილიას ტბა – მეღვინეობა ხარება
______________________
ტურის სახეობა -კულტურულ – ისტორიული
ტურის სირთულე -საშუალო სირთულის (გზის მხრივ)
საფეხმავლო გზა
______________________
გასვლა თბილისიდან

______________________
ტურის ღირებულება : 80ლარი
______________________
ღირებულებაში შედის :
✓ ტრანსპორტირება კომფორტული მინივენით
✓ სამოგზაურო დაზღვევა
✓ ორენოვანი გიდის მომსახურება
______________________
ტურის პერიოდის შერჩევა შესაძლებელია მსურველების მოთხოვნის შესაბამისად
______________________
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ:
592 – 03 – 05 – 13
______________________
„Golden tour “ გაძლევთ შანს გაილამაზოთ ყოველი დღე

მის: რომის ქუჩა N12

+995 592 – 03 – 05 – 13

mail : goldentour@gmx.com

უჯარმა — ისტორიული ციხე-ქალაქი საქართველოში. მდებარეობს საგარეჯოს რაიონის სოფელ უჯარმის ჩრდილოეთით 4 კმ-ის დაშორებით,გომბორის  უღელტეხილის მახლობლად ,ისტორიულ-გეოგრაფიულ პროვინცია გარე კახეთში, მდინარე ივრის მარჯვენა ნაპირზე.უჯარმის აშენების პერიოდად III – IV საუკუნეთა მიჯნა, მეფე ასფაგურის მეფობის პერიოდი მიიჩნევა. მის გამშვენება-განმტკიცებაზე ზრუნავდნენ ვახტანგ გორგასალი ვახტანგ გორგასალი და დაჩი.

გომბორის უღელტეხილი — უღელტეხილი საქართველოში,კახეთის მხარეში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში. მდებარეობს გომბორის ქედზე. სიმაღლე 1620 მ. უღელტეხილი შიგნით კახეთს საავტომობილო გზით აკავშირებს გარე კახეთთან.

წინანდალი — სოფელი თელავის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთის ძირას. ზღვის დონიდან 560 მ. თელავიდან 10 კმ. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 2 675 ადამიანი. სოფელი ცნობილია იმით, რომ აქ მდებარეობს ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ–მუზეუმი და XIX საუკუნის უნიკალური ღვინის მარანი.
გრემი — ქართული მართლმადიდებლური ტაძარი, მდებარეობს ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელი გრემის აღმოსავლეთით ციტადელში, მაღალ გორაკზე. ააგო კახთა მეფე ლევანმა 1565 წელს. მოხატვა დაუმთავრებიათ 1577 წელს.

ნეკრესი — ისტორიული ქალაქი კახეთში, ახლანდელ ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფ. შილდის მახლობლად, მთის ფერდობზე. დააარსა მეფე ფარნაჯომმა (ძვ. წ. II-I სს.). IV საუკუნეში იბერიის მეფე თრდატმა აქ ააგო ეკლესია, სადაც VI საუკუნეში დამკვიდრდა ერთი ასურელი მამათგანი – აბიბოსი.

ყვარლის წყალსაცავი ან ყვარლის ტბა ( ილიას ტბა)  — წყალსაცავი აღმოსავლეთ საქართველოში, ყვარლის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს კახეთის კავკასიონის სამხრეთ დასავლეთ კალთის ძირში, მდინარე დურუჯის მარჯვენა მხარეს, თბილისიდან დაახლოებით 150 კმ-ში, ზღვის დონიდან 430 მ.