Sorry, this entry is only available in Georgian and Russian.

(ქართული) ანანური — ანანურის კომპლექსი მდებარეობს საქართველოს სამხედრო გზაზე, თბილისიდან 60 კმ-ის დაშორებით იმავე სახელწოდების სოფელში.ფეოდალური ხანის (XVI -XVIII საუკუნეები) ციხესიმაგრე სოფელ ანანურთან.
ანანურის ხუროთმოძღვრული ანსამბლი საქართველოს გვიანფეოდალური ხანის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია. მასში თავმოყრილია საკულტო, სამხედრო და საერო დანიშნულების ძეგლები.

გერგეტი — გალავნით შემოზღუდული ქართული ხუროთმოძღვრული კომპლექსი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 2200 მეტრზე. კომპლექსში შედის სამების გუმბათოვანი ტაძარი (XIV საუკუნის 30-იანი წლები), სამრეკლო (XIV საუკუნის II ნახევარი) და საბჭეო (XV საუკუნე). 1392 გუჯარში გერგეტის სამების მონასტერთან ერთად მოხსენიებულია „არაგუზე ციხე გერგეტაული“. ვახუშტი სამების ეკლესიას მიიჩნევს მცხეთის საკათალიკოსოს სამკაულთა და წმ. ნინოს ჯვრის სახიზარ ადგილად.

დარიალის ხეობა — მდინარე თერგის ხეობის ანტეცედენტური მონაკვეთი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. ხეობა 1000 მ სიღრმეზეა ჩაჭრილი კავკასიონის ღერძულ ზონაში და კლდოვანი დერეფნით გადის გვერდით ქედში. იწყება მდინარე ჩხერის შესართავთან და მთავრდება ზემო ლარსთან (სიგრძე 11 კმ). ყველაზე ვიწრო და კლდოვანია მდინარეების ყაბახისა და ხდის შესართავებს შორის მდებარე ნაწილი.
გუდაურის გადმოსახედი – ეს გადმოსახედი აშენებულია გუდაურის მახლობლად, ჯვრის უღელტეხილთან. მისი აშენება მიეძღვნა გეორგიევსკის ტრაქტატის დადებიდან 200 წლის გასვლას. გადმოსახედი აშენებულია პანოს სტილში. და მასზე გამოსახულია საბჭოთა კავშირის ამსახველი გამოსახულებები.