Sorry, this entry is only available in Georgian and Russian.

(ქართული) ბოდბის მონასტერი, წმ. ნინოს სახელობის დედათა მონასტერი და საეპისკოპოსო ცენტრი კახეთში, ქ. სიღნაღიდან2 კმ-ზე.
გადმოცემის თანახმად, აგებულია ქართველთა განმანათლებლის წმ. ნინოს დაკრძალვის ადგილზე . 1837 წლიდან ბოდბის მონასტერი გაუქმდა და სამრევლო ეკლესიად იქცა. 1889 წელს გაიხსნა ბოდბის დედათა მონასტერი.

სიღნაღი — ქალაქი საქართველოში, სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს რკინიგზის სადგურ წნორისწყალიდან 13 კმ-ზე. ქალაქად გამოცხადდა 1801 წელს. ქალაქში არის კვების და მსუბუქი მრეწველობის (სამკერვალო) მცირე საწარმოები, თეატრი.

საეკლესიო-ადმინისტრაციული დაყოფით ქ. სიღნაღი ექვემდებარება საქართველოს საპატრიარქოს ბოდბის ეპარქიას და აქ მდებარეობს ეპარქიის მღვდელმთავრის რეზიდენცია.