Sorry, this entry is only available in Georgian and Russian.

(ქართული) უძო — მთა საქართველოში, თრიალეთის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთ განშტოების მთაწმინდის ქედის თხემზე. სიმაღლე 1416 მ. მთის მიდამოებში თხემი მოსწორებულია. აგებულია ზედაეოცენური თაბაშირის შემცველი თიხებითა და ქვიშაქვებით. უძოს კალთები შემოსილია ბუჩქნარით, ხოლო მწვერვალი ბალახეულით. უძოს მთაზე დგას წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერი.
აგარანი,(კოჯორის ციხე ) აგარაები –  თბილისის სამხრეთით მდებარე ტერიტორიის საერთო სახელწოდება ფეოდალურ ხანაში(ახლანდელი შინდისი, ტაბახმელა, კოჯორი, წავკისი). აქ საზაფხულო სადგომები ჰქონდათ ქალაქის მაღალი საზოგადოების წარმომადგენლებს.
დაშბაში, ტაშბაში (ისტორიული სახელი ახალქალაქი) — სოფელი წალკის მუნიციპალიტეტში (თრიალეთის სადაბო თემი). მდებარეობს ჭოჭიანის პლატოზე, ზღვის დონიდან 1500 მეტრზე, წალკიდან 2,5 კმ. 2002 წლის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 367 კაცი .
სოფელში არის ორი ეკლესია : ერთი – წმ.გიორგისა, “თავისუფალი ჯვრის” ტიპის გუმბათოვანი ნაგებობაა. წარწერის მიხედვით, X-XI სს. მიჯნაზე თრიალეთის ერისთავთ-ერისთავის რატის დაკვეთით აუგიათ. ნაგებობა დაზიანებულია. გუნბათის ყელიდან მხოლოდ კარნიზის ფრაგმენტებია შემორჩენილი.