Sorry, this entry is only available in Georgian and Russian.

(ქართული) ჯვრის მონასტერი – VI საუკუნის ტაძარი და მონასტერია, მდებარეობს მცხეთის აღმოსავლეთით, მდინარეების მტკვრისა და არაგვის შესართავთან, კლდოვანი მთის წვერზე. შეტანილია მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.

სვეტიცხოვლის  საკათედრო ტაძარი — XI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი. სვეტიცხოველში დაკრძალულია უფლის კვართი და წმ. ელია წინასწარმეტყველის მოსასხამი. ჯვრის მონასტერთან ერთად სვეტიცხოვლის ტაძარიც შეტანილია მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.

სამთავრო – ხუროთმოძღვრების ძეგლი, XI საუკუნის პირველი ნახევრის საეპისკოპოსო ტაძარი მცხეთაში, სამხრეთ გზასთან, ფერდობზე.ქართულ საისტორიო წყაროებში (“მოქცევაი ქართლისაი”) მოიხსენიება, როგორც “გარეუბნისა ეკლესია” და “ზემო ეკლესია” (ზემოჲ ეკლესიაჲ), საპირისპიროდ სვეტიცხოვლის ტაძრისა, რომელსაც “ქუემო ეკლესია” ეწოდებოდა.